მოგესალმებით, ჩვენმა ჯგუფმა ვიმუშავეთ ვერბალური
ბულინგის პრობლემაზე
ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში ადამიანის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები, დაშინება;
ზოგადად, ვერბალური "ბულინგი" კულტურული პრობლემაა, როგორც ერთგვარი ტრადიცია ადამიანებს შორის დამკვიდრებული ურთიერთობის სტილისა – "ლიდერი-გარიყული". სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნა ფოტოგრაფმა რიჩარდ ჯონსონმა ფოტოპროექტი "Weapon of Choice", სადაც ვერბალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა ფოტოებია აღბეჭდილი.
ფოტოგრაფი აღიარებს, რომ თავადაც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა საკუთარი ზედმეტსახელის გამო, რომელიც ფიზიკური ნაკლის გამო შეარქვეს. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედებით ეჩვენებინა ყველასათვის, თუ რაოდენ მტკივნეული და მტანჯველია უხეშად ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომელიც ისევე (თუ უფრო მეტად არა) ვნებს და აზიანებს, როგორც ფიზიკური ძალადობა.
დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდეც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს.
ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ფაქტორებიდან, ყველაზე ახლოა ოჯახის თემა, ბავშვის არაჯანსაღი სოციალური გარემო (განსაკუთრებით თანატოლები), მოძალადე მშობლები ან ნათესავები. ძალადობის შემცველ ფილმებსა და ვიდეოთამაშებს ამ მხრივ, გაცილებით ნაკლები დატვირთვა აქვთ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მიზეზი მაინც პრობლემის კომპლექსურობაში უნდა ვეძებოთ.
ძალადობა
მოსწავლეებს შორის ყველაზე ხშირად ხორციელდება სკოლების სათამაშო ადგილებში, სკოლაში
მიმავალ და სკოლიდან მომავალ გზაზე.
ხანდახან გაოცდები, იმდენად დაუნდობელი შეიძლება გახდეს პატარა ადამიანი, რომელიც ორი წამის წინ დედამიწის უსაყვარლეს არსებად წარმოგედგინა. ემოციური არასტაბილურობა, ზღვარს გადასული მღელვარება, ზედმეტად მაღალი ან პირიქით, დაბალი თვითშეფასება და საზოგადოებიდან გარიყვის, საკუთარი ადგილის გარეშე დარჩენის შიში ხშირად აქცევს მოზარდს მოძალადედ ან მსხვერპლად.
ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხვისი ჩაგვრის ხარჯზე.
ჩევნ შეგვიძლია
მაგალითებიც მოვიყვანოთ ვერბალურ ბულინგთან დაკავშირებით, მაგალითად; "11 წლინ ნიკა მე-5 კლასელია. ის ასაკი აქვს, როცა ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია. ღირსებაშელახულს სხვა სკოლაში გადასვლა სურს. მიზეზი ასეთია: „ხუთი წლიდან სათვალეს ვატარებ, ახლომხედველი ვარ, ამხანაგები ადრე ბრმას მეძახდნენ, მე ვუთხარი მათ, რომ მწყინდა ასე მომართვა, მერე ერთმა მითხრა: კაი, ბრმა თუ არ მოგწონს, შურიკას დაგიძახებთო, ამისთვის ბევრჯერ მიტირია. აღარ მინდოდა სათვალის გაკეთება, მაგრამ დედამ დამარწმუნა, რომ ეს ჯერ აუცილებელია. სკოლიდანაც მინდოდა გადასვლა, მაგრამ ორმა კლასელმა ბიჭმა გამამხნევა და მითხრა, რომ მათ ყურადღება არ მივაქციო. მე მაინც ძალიან მტკივა გული."
მე-4 კლასელ გოგონას ჟღალი გრძელი თმა ჰქონდა, სულ გრძელი ნაწნავით დადიოდა და ძალიან უხდებოდა. ერთხელაც გაკვეთილზე შევიდა და ვერ იცნეს, თმა ბიჭურად გაუკრეჭია, მომბეზრდაო –უთქვამს. არადა, თურმე, მეზობლის ბავშვები რიჟას ეძახდნენ და ატირებულს თმა თავისი ხელით შეუჭრია.
,,ბავშვები ჩამივლიდნენ და ტანსაცმლის გამო ხმამაღლა
დამცინოდნენ ხოლმე. ამას ისიც ემატებოდა, რომ გარდატეხის ასაკში ოდნავ ტანსრული ვიყავი,
ისინიც ჩემკენ ხელს იშვერდნენ და მიყვიროდნენ, მსუქანოო. რამდენიმე მეგობრის შეძენა
მოვახერხე, მაგრამ ხომ იცით, სკოლებში ყოველთვის გარკვეული სამეგობრო ჯგუფები იქმნება,
მე კი ყველგან მიუღებელი ვიყავი. ბევრჯერ სახლში ატირებული წავსულვარ და სიკვდილი მინატრია.
ეს დამცირება მაღალ კლასებშიც გაგრძელდა.“
თინა 11 წლისაა.
ის სამი თვეა სათვალეს ატარებს. სამი თვეა დღეგამოშვებით მოდის და ამბობს, რომ კლასელები
ბრუციანს ეძახიან. ასლანი მისი ტოლია. ასლანი ცელქია და მასწავლებელი, როცა მასზე ბრაზდება,
თათარს ეძახის და კუთხეში აყენებს. ნინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გაკვეთილებს
კარგად ვერ იმახსოვრებს. სოფო, ანა და თამუნა ეუბნებიან, რომ მას სკოლის ჟურნალის მომზადების
პროცესში ვერ ჩართავენ, რადგან „დებილია“. თინა ამბობს, რომ ყოველდღე უწევს იმის მტკიცება,
რომ სათვალე დასაცინი არ არის. ეს მხოლოდ ნინის ესმის. ნინიმ თინას მიმართ სოლიდარობის
ნიშნად მისნაირი სათვალე გაიკეთა, ოღონდ უნომრო. ეს ერთ-ერთი სკოლის შიდა სამზარეულოა. ბავშვებმა სიტყვა
ბულინგის მნიშვნელობა ჯერ არ იციან, მაგრამ თანატოლების აგრესიით გამოწვეულ დისკომფორტს
აშკარად განიცდიან. ბულინგი პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც.
სხვადასხვა რისკებთან ერთად ჩნდება იმის რისკიც, რომ მსხვერპლი თავად იქცეს მოძალადედ.
ერთ სკოლაში იყო ბიჭი, ჩუმი, უკონტაქტო, მეგობრები თითქმის არ ჰყავდა. ყველა დასცინოდა, არა მხოლოდ კლასელები, სხვა მოსწავლეებიც. ახლა ბადრაგად მუშაობს ციხეში და სისასტიკითაც გამოირჩევა
თურმე. ანუ მსხვერპლიდან ჯალათი მივიღეთ.
მასწავლებლის მხრიდანაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი მოსწავლის დამცირებას. მაგალითი ახლობლისგან მოვისმინე:
"ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას, ერთი კლასელი მყავს, ებრაელია და წინა პარასკევს ასე გვითხრა, ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთ. ებრაელ გოგონას კი მიმართა: რა თქმა უნდა, შენ - არაო. მან ეს მშობლებს უთხრა. მშობელმა პასუხი მოსთხოვა მასწავლებელს: მე არ მინდა, ჩემი შვილი ასე გაზარდოთო, მაგრამ მერე სერიოზულ იზოლაციაში მოხვდა ეს ბავშვი და კიდევ უფრო გარიყეს.“
პრობლემაა, როცა სიძულვილის გამომხატველი ენით დაწერილ ხუმრობებზე ხალხი იცინის:
„თუ შენ სიძულვილის ენით ლაპარაკობ, თუნდაც ხუმრობ და ამაზე ხალხი იცინის, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. მაგალითად, კიბოს მქონე ბავშვს, რომელიც წაიკითხავს მაგ ანეკდოტს, არა მგონია, გაეცინოს. ბულინგის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია, მიმღები მაინც არ ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ შენი თანდასწრებით იხუმრონ, მაგალითად, ქალებზე, როგორც სუსტ თუ უტვინო არსებებზე, ან სხვა რასის წარმომადგენელზე და ა.შ., რადგან ამით ამკვიდრებ ასეთ კულტურას“.
„თუ შენ სიძულვილის ენით ლაპარაკობ, თუნდაც ხუმრობ და ამაზე ხალხი იცინის, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. მაგალითად, კიბოს მქონე ბავშვს, რომელიც წაიკითხავს მაგ ანეკდოტს, არა მგონია, გაეცინოს. ბულინგის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია, მიმღები მაინც არ ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ შენი თანდასწრებით იხუმრონ, მაგალითად, ქალებზე, როგორც სუსტ თუ უტვინო არსებებზე, ან სხვა რასის წარმომადგენელზე და ა.შ., რადგან ამით ამკვიდრებ ასეთ კულტურას“.
ავსტრალიური ტელევიზიის წამყვანმა სამანტა არმიტაჟმა, მაყურებელს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც მის ერთ-ერთ გამონათქვამს სხვადასხვა კანის ფერის მქონე ტყუპების შესახებ უკმაყოფილო მაყურებლების პეტიცია მოჰყვა. პეტიციის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ წამყვანის მიერ გამოთქმული მოსაზრება რასისტული იყო და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
წამყვანის გამონათქვამი:
„განსხვავებული კანის ფერის მქონე ტყუპები, შერეულ ოჯახში დიდ ბრიტანეთში გაჩდნენ. მარია, დედას ჰგავს რომელიც ნახევრად იამაიკელია. დედისგან მას მუქი კანი, ხვეული მუქი თმა და
ყავისფერი
თვალები
გამოჰყვა,
ხოლო
მის
დას
ლუსის
მამამისის
თეთრი
კანი,
ჟღალი
თმა
და
ლურჯი
თვალები
აქვს
- ის
იღბლიანია“
- მაყურებლების
აღშფოთების
მიზეზი
წამყვანის
ეს
განცხადება
გახდა.
„ვწუხვარ თუ
ვინმემ
იფიქრა,
რომ
მე
ვფიქრობ
ან
ვსაუბრობ
რასისტულად.
ეს
არ
არის
ჩემი
ნატურა,
ყველას,
ვინც
კი
შეურაცხყოფად
მიიღო
ჩემი
სიტყვები,
ბოდიშს
ვუხდი“
- განაცხადა
წამყვანმა.
ფილმი საკმაო მასალას იძლევა აგრესორისა და მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებების დასახარისხებლად. დისკუსიის პროცესში კი ცხადი გახდა, რომ ასეთივე
საფრთხე არსებობს რეალურ გარემოში და შევძელით მთელი სიცხადით გაგვეაზრებინა,
რამდენად დიდ
პრობლემას წარმოადგენს
სკოლებში
ვერბალური ბულინგის ყველაზე გავრცელებული სახეობა – სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ხშირად გვესმის სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში ადამიანების მხრიდან ერთმანეთის
სიტყვიერი შეურაცხყოფები, რომლებიც ჩვენი აზრით ცუდ ზეგავლენას ახდენს მოზარდებზე.
No comments:
Post a Comment