ინტერვიუ ჩვენი სკოლის მანდატურებთან:
ჩვენ მოვამზადეთ კითხვები, რომლებსაც დავუსვამდით მანდატურებს ვერბალური ბულინგის თემასთან დაკავშირებით, მოვემზადეთ ჟურნალისტების როლი მოგვერგო, მაგრამ....
სამწუხაროდ, ინტერვიუ ვერ შედგა...
კითხვარი ასეთი იყო:
1. სკოლაში, თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, უმეტესად რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
2. ჩვენი ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ ფორმას, ვერბალურ ბულინგს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით სკოლის ასაკის მოზარდებში. თქვენი აზრით, რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?
3. ძირითადად, რა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დამცინავი სახელების ხმარებას მიმართავენ მოზარდები?
4. თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიმე სქესს თუ აქვს უპირატესობა, იყოს აღნიშნული ფორმით ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე და როგორია თქვენი სტატისტიკა ამ კითხვასთან დაკავშირებით?
5. თქვენი აზრით, მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?
6. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას?
7. თუ არსებობს თქვენ სისტემაში ფსიქოლოგიური ან სხვა მსგავსი ტიპის ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს როგორც მსხვერპლ, ისე მოძალადე მოსწავლეს?
ვგეგმავთ ახალ ინტერვიუს!
No comments:
Post a Comment