პირველი წარუმატებელი ინტერვიუს შემდეგ დავგეგმეთ ვიზიტი პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილებაში. შესათანხმებლად განვახორციელეთ სატელეფონო ზარი და ავუხსენით, რას ვიკვლევდით და კითხვები რა სახის იქნებოდა, გვითხრეს, რომ პასუხს თავად შეგვატყობინებდნენ... მეორე დღეს მათგანაც ჩაწერაზე უარი მივიღეთ....
მასწავლებელმა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირება შემოგვთავაზა, მაგრამ ინტერვიუ გადავიფიქრეთ.....
კითხვარი ასეთი უნდა ყოფილიყო:
ჩვენი
ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთ-ერთ, ფორმას, ვერბალურ ბულინგს, რომელიც ბულინგის ყველაზე მეტად
გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით სკოლის ასაკის
მოზარდებში.
ამ შემთხვევაში
ადამიანის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი
სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები,
დაშინება.
ჩვენ
გვინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.
1. სკოლაში, ან ქუჩაში, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა
შორის უმეტესად რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
2. რამდენად ხშირად გაქვთ გამოძახებები სასწავლო
დაწესებულებებში აღნიშნული პრობლემის გამო?
3. თქვენი აზრით, უფრო ხშირად, რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?
4. ძირითადად, რა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დამცინავი სახელების ხმარებას, ან
დაშინების რა ფორმებს მიმართავენ მოზარდები?
5. თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიმე სქესს თუ აქვს უპირატესობა, იყოს აღნიშნული ფორმით ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე და როგორია თქვენი სტატისტიკა ამ კითხვასთან დაკავშირებით?
6. თქვენი აზრით, მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?
7. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას?
8. თუ არსებობს თქვენ სისტემაში ფსიქოლოგიური ან სხვა მსგავსი ტიპის ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს როგორც მსხვერპლ, ისე მოძალადე მოსწავლეს?
9. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება სკოლებში, ან ქუჩაში, ან ოჯახში, რა პრევენციული ზომების გატარება
იქნება უპრიანი?
No comments:
Post a Comment